ფოტო | შიმშილობის აქცია ენმ-სთან

პუბლიკა

გუშინ, 21 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა.

აქცია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო ორგანიზებული. პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იწყებენ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას.

პარტიის ცენტრალურ ოფისთან გუშინ ღამით მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და მხარდამჭერებმა თუ პარტიის წევრებმა შიმშილობა დაიწყეს.

ენმ-ის ოფისთან დაახლოებით 9 კარავია გაშლილი. ნიკა მელიას თქმით, 300-მდე ადამიანი შიმშილობს, მათ შორის, პარტიის ლიდერები – ნიკა მელია, გიორგი ბარამიძე, აკაკი მინაშვილი, გიორგი ბოტკოველი.

შიმშილობის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ შეწყვეტენ შიმშილობას მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

დღეს პარტიის მხარდამჭერებისა და წევრების საპროტესტო შიმშილობის 1 დღეა.