ფოტო | სოხუმში ხანძრის შედეგად სამხატვრო გალერეის ათასობით ნამუშევარი განადგურდა

პუბლიკა

აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალური საგამოფენო დარბაზის შენობაში ხანძარი გაჩნდა, განადგურდა ფონდში დაცული ათასობით ნამუშევარი, – ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედიაგამოცემა „აფსნი-პრესი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო წერს, ღამით გაჩენილ ხანძარს ეროვნული სამხატვრო გალერეის კოლექციიდან ნახატების მცირე ნაწილი გადაურჩა.

გალერეის კოლექციაში შედიოდა ოთხი ათასზე მეტი ნამუშევარი, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი.

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა დინარა სმირმა განაცხადა, რომ ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში გაჩენილი ხანძარი „აუნაზღაურებელი ზარალია ეროვნული კულტურისთვის“.

„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი დაიწვა. ეროვნული სამხატვრო გალერეის საგამოფენო დარბაზის ფონდებში 4000-ზე მეტი ეგზემპლარი ინახებოდა, მათ შორის ალექსანდრე ჩაჩბა-შერვაშიძის 300-მდე ნამუშევარი. ეს არის გამოუსწორებელი დანაკარგი აფხაზეთის ეროვნული კულტურისთვის“, – აღნიშნა სმირმა.

  • IMG_20240121_115429_248

  • IMG_20240121_115445_808

  • IMG_20240121_115421_508

  • IMG_20240121_115350_554

  • IMG_20240121_115357_285

  • IMG_20240121_122321_361

  • IMG_20240121_122321_016

  • IMG_20240121_122316_896








  • 01
    /