ფოტო | თბილისში პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

3 თებერვალს თბილისში, მეტრო „რუსთაველთან“ პალესტინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს პალესტინელებს და ისრაელისგან სამხედრო მოქმედებების შეჩერება მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ საჭიროა მსოფლიომ ხმა ამოიღოს პალესტინელების ჩაგვრის წინააღმდეგ და „შეწყდეს პალესტინელი ხალხის ტანჯვა“.

 

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელთა შესაძლო გენოციდზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდს და მიიღონ ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.