ფოტოგრაფი დინა ოგანოვა „ტრენინგების საქმეზე" გამოკითხვაზე დაიბარეს

პუბლიკა

ფოტოგრაფი დინა ოგანოვა „ტრენინგების საქმეზე” გამოკითხვაზე დაიბარეს.

ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე უარს ამბობს და საქმეზე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

უსაფრთხოების სამსახური გამოკითხვაზე იბარებს ხელოვანებს, რომლებიც სექტემბერში დაესწრნენ USAID-ის დაფინანსებით ტრენინგს.

უწყების მტკიცებით, ტრენინგის მონაწილეებს „ჩაუტარდათ სწავლება, თუ როგორ უნდა იმოქმედონ სამიზნე ჯგუფების, კერძოდ, ხელისუფლების, მართლმადიდებლური ეკლესიის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა უწყებების წინააღმდეგ”.

ტრენინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრენინგებს არავითარი კავშირი გადატრიალებასთან არ ჰქონია.  მათი თქმით, ეს იყო სასწავლო კურსი საინიციატივო ჯგუფებისთვის კულტურისა და ხელოვნების სფეროში.

ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის გაეცნო მიდგომები – კულტურისა და ხელოვნების სფეროს მოძრაობებისა შესახებ, ასევე არაძალადობრივი აქტივიზმის, ცვლილებებისთვის თვითორგანიზებისა და  მხარდამჭერების მობილიზების კუთხით.