ფოთში გიგი უგულავას საარჩევნო ბანერია დაზიანებული

პუბლიკა

ფოთის მერობის კანდიდატი გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ გუშინ ღამით მისი საარჩევნო ბანერი „ჩამოხიეს“. ის ამაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს.

უგულავა წერს, რომ იმ ოფისის წინ, სადაც ბანერი იყო გამოფენილი, სათვალთვალო კამერაა. ის შსს-სგან რეაგირებას მოელის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.