ფოთში ოპოზიციის კანდიდატი გიგი უგულავა იქნება

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობის” საქალაქო ორგანიზაციის ინფორმაციით, ფოთში მერობისთვის გაერთიანებული ოპოზიციიდან გიგი უგულავა იბრძოლებს.

„პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გიგი უგულავაზე შეჩერებულიყო. მებრძოლი, სტრატეგიული, მოწესრიგებული, გამოცდილების მქონე, ძალიან მძიმე წონის პოლიტიკოსია და ფოთი არის სტარტეგიული ქალაქი და ფოთს სჭირდება ასეთი მძიმე წონის პოლიტიკოსი. ჯერ პარტიაში იყო ამის თაობაზე განხილვები და შემდეგ უკვე წარუდგინეს გაერთიანებულ ოპოზიციას და მათი გადაწყვეტილების საფუძველზე იქნება ფოთში გიგი უგულავა წარდენილი“, – განაცხადა „რუსთავი 2-ის“ ეთერში დარეჯან ცხვიტარიამ, ენმ-ის ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ.