ფოთში ოპოზიციურ პარტიებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი

პუბლიკა

ფოთში ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

შეთანხმებას ხელს ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა და შემდეგი პარტიების წარმომადგენლები აწერენ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო“, „გირჩი- მეტი თავისუფლება“, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „თავისუფალი საქართველო“, ერთიანი საქართველო“.

„ფოთში მოქმედი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ვთანხმდებით, რომ ცვლილებები აუცილებელია იმისათვის, რომ ფოთმა დაიწყოს განვითარება, მოსახლეობა არათუ შემცირდეს, არამედ პირიქით – გაიზარდოს. ფოთელებმა იგრძნონ ის სიკეთეები, რაც მათ ეკუთვნით და ამას სჭირდება ცვლილებები. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ვიღებ ვალდებულებას, რომ პოლიტიკური და პროფესიული ნიშნით შევქმნათ მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა”, – თქვა უგულავამ.