Fox News-ის ცნობით, „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" კონგრესში დღეს წარადგენენ

პუბლიკა

Fox News ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” კონგრესში დღეს წარადგენენ – კანონპროექტის ავტორები არიან რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი, სტივ კოენი.

Fox News-მა მოიპოვა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, იკრძალება „ქართული ოცნების” მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება – აკრძალვა ვრცელდება ბიძინა ივანიშვილზე, მასთან დაახლოებულ პირებზე და მთლიანად „ქართული ოცნების” მთავრობაზე.

„კანონპროექტის თანახმად, იკრძალება „ქართული ოცნების” მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა”, – აღნიშნულია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, აშშ-მა ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი უნდა აღიაროს.