„ფრანგულმა კომპანიებმა, Renault, Auchan, Leroy Merlin-მა… რუსული საომარი მანქანის დაფინანსება უნდა შეაჩეროს, უნდა შეაჩერონ ქალებისა და ბავშვების მკვლელობის დაფინანსება”
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
ფრანგული მანქანების მწარმოებელი კომპანია რენო განსაკუთრებული კრიტიკის ქვეშ მოექცა, ვინაიდან კომპანია რუსეთში საქმიანობას არ აჩერებს.