ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა ახალი პარტია დააფუძნეს

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრებმა ახალი პარტია „ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსი“ დააარსეს. პარტიის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. როგორც ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, პარტიაში, მის გარდა, იქნებიან ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე, გედევან ფოფხაძე, ჯაბა ჯიშკარიანი.

 „ჩვენ ბუნებრივია, ღია ვართ თანამშრომლობისთვის ჩვენი სხვა კოლეგების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გავფართოვდებით, რადგან ჩვენი ხედვა იქნება სწორედ პოზიტიური დღის წესრიგის, ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება საქართველოსთვის. ვფიქრობთ, რომ 30-წლიანი პოლიტიკური ისტორია, რომელიც სავსეა ურთიერთდაპირისპირებით და უშინაარსო პოლიტიკით, უნდა დასრულდეს“, –  განაცხადა მარიამ ჯაშმა.