ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა.
ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს, მათივე ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
როგორც „მთის ამბები“ წერს, დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 15 წლის ბავშვი, რომელიც ქვემო ალვანის მკვიდრია. ასევე, გამოცემის ცნობით, დაშავებულთგან ერთი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მეორე დაშავებული ახმეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის ინფორმაციით, პირველადი შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არ უნდა იყოს. პაციენტი კონტაქტურია.