ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. როგორც საგანგებოში ამბობენ, ადგილზე 5 სამაშველო ბრიგადაა გასული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაზუსტებით ვერ ამბობენ, რამდენი ადამიანია მოყოლილი მეწყერის ქვეშ, თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 1 ადამიანის ამოყვანა მოახერხეს ადგილობრივებმა, 2 ადამიანს კი ეძებენ.