ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა

პუბლიკა

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 20 აგვისტოს დაჭრილი პატიმარი გურამ სვანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

გამოძიების ვერსიით, 20 აგვისტოს გურამ სვანიძე ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში უკნიდან მიეპარა ესკორტის ოფიცერს, ამოაცალა იარაღი და სამჯერ გაისროლა, ერთ-ერთი ტყვიით კი თავის არეში მიიყენა დაზიანება.

გამოძიების ფარგლებში 23 წლის ესკორტის ოფიცერი სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით დააკავეს, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

გურამ სვანიძე კლინიკაში 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა. გურამ სვანიძის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა.