დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ფულადმა წახალისებამ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციაზე მიმართვიანობა საგრძნობლად გაზარდა.
მისი თქმით, ემხრობა ფულად წახალისებას ბუსტერ დოზის შემთხვევაშიც და ამ წინადადებით უკვე მიმართა ფინანსთა მინისტრს.
„ფულადმა წახალისებამ 200-ლარიანმა იმუშავა, რაც დაწესდა ნოემბრის ბოლოს. დამატებით 125 ათასი 60+ ასაკის მოქალაქე აიცრა. მუშაობს 50+ ასაკის მოქალაქეებშიც. დეკემბერთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, როცა პირველ იანვარს შევიდა ძალაში 200-ლარიანი წახალისება 50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის.
გიდასტურებთ, რომ მე თვითონ ვემხრობი ასევე და დღეს დავაყენე ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის წინაშე, რომ თუ შესაძლებელია იყოს [ბუსტერზეც]. თუ ჩვენ ბუსტერიზაციას სერიოზულად გავზრდით, ეს სერიოზულად „შეამცირებს” ომიკრონის ტალღის სიმძაფრეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში სულ აცრილია 2 622 459 მოქალაქე. stopcov.ge-ს მონაცემით, დღიურად აიცრა 9 290 ადამიანი.