აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სასტიპენდიო პროგრამა „ფულბრაიტის უცხოელ სტუდენტთა პროგრამის” მონაწილეები საქართველოს ყველა სტრატეგიულ პატრნიორ სახელმწიფოს სთხოვენ, დროულად იიღონ ის საჭირო დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს კონსტიტუციური უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში.
განცხადებაში, რომელსაც სტიპენდის მონაწილე 50 ადამიანი აწერს, ნათქვამია, რომ იზიარებენ საქართველოში დაწყებულ საპროტესტო ტალღას და ხაზგასმით გომბენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე, უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.
განცხადების თანახმად, “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ქართველი ხალხის ურყევ ნებას – გახდეს ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი წევრი.
ამავდროულად, ისინი კატეგორიულად გმობენ პროტესტის მონაწილეთა მიმართ არალეგიტიმური და სასტიკი ძალის გამოყენებას.
„მხარს ვუჭერთ საქართველოს ქალაქებსა და საზღვარგარეთ მიმდინარე სამართლიან, მშვიდობიან პროტესტს და ამ პროტესტში მონაწილე ადამიანებს, მათ შორის, გაფიცულ სტუდენტებსა და იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც იბრძვიან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დასაცავად.
დღეს, საქართველო რთულ გზაგასაყარზე იმყოფება, სადაც დემოკრატიული ღირებულებების შენარჩუნება და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, ხოლო დასავლური სამყაროსგან იზოლირება ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს და სახელმწიფოს სტრატეგიული პარტნიორების გარეშე ტოვებს.
მიგვაჩნია, რომ ჩვენი, როგორც საქართველოს მოქალაქეების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და სტუდენტების, მოვალეობაა, მხარი დავუჭიროთ ქვეყნის განვითარებას იმ ცოდნითა და გამოცდილებით, რომელსაც ვიღებთ საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში. გამოვხატავთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი, რამეთუ გვწამს, რომ საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპულ ოჯახთან, რომლის ფუნდამენტიც თავისუფლება, კეთილდღეობა და მშვიდობაა.
ვთხოვთ საქართველოს ყველა სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოს, დროულად მიიღონ ის საჭირო დიპლომატიური, პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები, რაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს კონსტიტუციური უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში”. – ნათქვამია ფულბრაიტის სტიპენდიის მონაწილეთა განცხადებაში.
ხელმომწერები არიან:
- ლადო ჯავახიშვილი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
- ნაია ბეგაშვილი, ჯორჯიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის და მონაცემთა ანალიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
- იაკობ დადვანი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
- გვანცა დოლბაია, ნოტრ დამის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
- მერი ქადაგიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტის განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
- სალომე ცეცხლაძე, სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი 7
- თეკლა გაგოშიძე, მიდლბერის საერთაშორისო ინსტიტუტის საერთაშორისო განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2024-2026 წელი
- სალომე აფხაზიშვილი, სამხრეთ ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის სამაგისტრო პროგრამა, 2018-2020 წელი
- ნათია მეზვრიშვილი, ცინცინატის სამართლის სკოლის სამაგისტრო პროგრამა, 2016-2017 წელი
- დემეტრე შანშიაშვილი, რანსელიერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციისა და მეწარმეობის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
- ნიკოლოზ გაჩეჩილაძე, მინესოტას უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
- მარიამ ჟორჟოლიანი, კლარკის უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
- ნოდარ კვაჭანტირაძე, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მშენებლობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2025 წელი
- ნათიკა ქანთარია, მინესოტას უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
- მარიამ მალიძე, ვანდერბილტის უნივერსიტეტის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2023-2024 წელი
- მარიამ ლაცაბიძე, მინესოტას უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2024 წელი
- ლუკა ლაზიშვილი, ნებრასკა-ლინკოლნის უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამა, 2024-2026 წელი
- ელიზბარ ხვიჩია, ტეხასის A&M, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2023 – 2025 წელი
- მარიამ პირველი, პიტსბურგის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროგრამა, 2023-2024 წელი
- ანა არგანაშვილი, ტეხასის უნივერსიტეტის, ადამიანის უფლებების პროგრამა, 2019-2020 წელი
- ნათია ჯავახიშვილი, ორეგონის უნივერსიტეტი, 2023-2028 წელი
- ანა მაზმიშვილი, ტეხასის A&M უნივერსიტეტის ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლის, საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
- ალექსანდრე ხარატიშვილი, ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2024-2025 წელი
- მარიამ გამდლიშვილი, სამხრეთ ინდიანას უნივერსიტეტი, კომუნიკაციების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2021 წელი
- ანიტა თვაური, სამხრეთ ილინოისის უნივერსიტეტი (SIU), მედიის კვლევებისა და თეორიის სამაგისტრო პროგრამა, 2014-2016 წელი
- სალომე სულაბერიძე, ოჰაიოს უნივერსიტეტი,(OU) კინო რეჟისურა, 2023-2026 წელი
- ეთერი გვრიტიშვილი, კოლორადოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების სამაგისტრო პროგრამა, 2019-2020 წელი
- არჩილ ბერიძე, სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპიუტერული ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
- თეა ნათელაური, ტულეინის მედიცინის სკოლა, სამედიცინო გენეტიკის და დიაგნოსტიკური გენომიკის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
- მარიამ კახიძე – მინესოტას უნივერსიტეტის ჰუბერტ ჰამფრის სკოლის საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა 2024-2026 წელი
- სოფიკო ბერიაშვილი, მერილენდის უნივერსიტეტი, საერთაშორისო განათლების პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
- თათული ოქრიაშვილი, ვილამეტის უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, 2018-2020 წელი
- გულიკო მაჭარაშვილი, UConn (University of Connecticut), ადამიანის უფლებების და სოციალური სამართლიანობის სამაგისტრო პროგრამა, 2023-2024 წელი
- ირინა მაჭავარიანი, მიზურის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლა, 2021-2022 წელი
- ელენა დარჯანია, აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტის ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
- მარიამ ჩაჩავა, ვაშინგტონის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
- მარიამ ცისკარაშვილი, ტულეინის უნივერსიტეტი, ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2021 წელი
- ქეთევან მაისურაძე, ბოსტონ კოლეჯის ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
- ბექა კირტავა, კოლუმბია კოლეჯ ჩიკაგო, კინო და ტელე პროდიუსინგის სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
- ანა ჩხეიძე, ვაშინგტონის უნივერსიტეტი, საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა, 2017-2019 წელი
- სალომე ბახსოლიანი, ლოიოლას უნივერსიტეტი ნიუ ორლეანში, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
- ნიუ-ორლეანის ლოილას უნივერსიტეტის სამა რთლის სამაგისტრო პროგრამა, 2022-2023 წელი
- ალექსანდრე ხუნჯუა, ტეხასის A&M უნივერსიტეტის, ჯორჯ ბუშის მმართველობისა და საჯარო სამსახურის სკოლა, 2018-2020 წელი
- ნინო მათეშვილი, ჩრდილოეთ აიოვას უნივერსიტეტის გეოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა (კონცენტრაცია დემოგრაფიასა და GIS-ში) 2020-2022 წელი
- გუგა ბურდული, Temple University, გამოთვლითი მონაცემთა მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა, 2020-2022 წელი
- ალექსანდრე ონიანი, Bentley University, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, 2021-2023 წელი
- არკადი აკოფიანი, Iowa State University, ელექტროინჟინერიის, კერძოდ მიკროელექტრინჟინერიისა და ნახევარგამტარების სამაგისტრო პროგრამა 2020-2022 წელი
- ქეთევან ხვედელიძე, როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (RIT), ფინანსების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2016 წელი
- ქეთევან ჩადუნელი, ნიუ იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამა. 2019-2020 წელი
- მარიამ ბეგიაშვილი, ბრენდაის უნივერსიტეტი, საერთაშორისო მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამა, 2015-2017 წელი