G7: არასოდეს ვაღიარებთ საზღვრებს, რომელთა შეცვლას რუსეთი აგრესიით ცდილობს

პუბლიკა

„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ისინი არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ დაწესებულ საზღვრებს უკრაინაში და გააგრძელებე მონაწილეობას უკრაინის, მათ შორის, ყირიმის და ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.

„რუსეთის აგრესიულმა ომმა წარმოქმნა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი უახლეს ისტორიაში, რომელიც ახლა საფრთხეს უქმნის ყველაზე დაუცველებს მთელ მსოფლიოში“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

 

მინისტრები პირობას დებენ, რომ ეკონომიკური სანქციები გაგრძელდება, ასევე უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. განცხადების მიხედვით, გაგრძელდება მუშაობა ომით გამოწვეული საკვების სასურსათო შესამცირებლად, მინისტრები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილი აქვთ, ამ მხრივ ყველაზე დაუცველ პარტნიორებს გვერდში დაუდგნენ.  განცხადებაში აღნიშნულია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს სურთ, რომ დააჩქარონ ძალისხმევა რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულების დასასრულებლად.