G7-ის ფინანსთა მინისტრები უკრაინისთვის $18.4 მილიარდის გამოყოფაზე შეთანხმდნენ

პუბლიკა

„დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები უკრაინის დასახმარებლად 18,4 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ და განაცხადეს, რომ მზად არიან ოფიციალური კიევისთვის საჭიროებისამებრ მეტი გააკეთონ.

Reuters-ის ცნობით, მინისტრები და ბანკების ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს იმ დროს მართავენ, როდესაც უკრაინას ფული ელევა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტნიორს, შემოგვიერთდნენ უკრაინის გრძელვადიანი აღდგენის მხარდასაჭერად“, – ნათქვამია G7-ის განცხადებაში.