BBC-ის ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც გერმანიაში მიმდინარეობს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ.
ბრიტანული გამოცემის ინფორმაციით, სანქციები რამდენიმე მიმართულებით დაწესდება, მათ შორის, აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი და იაპონია აკრძალავენ რუსული ოქროს იმპორტს. ჯო ბაიდენის მოლოდინით, მათ გერმანია, საფრანგეთი და იტალიაც შეუერთდებიან.
ასევე, მოსალოდნელია, რომ დამატებითი შეზღუდვები გამოცხადდება ნავთობის და სამხედრო მიმართულებით. „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ეცდებიან, რომ მაქსიმალურად შეუზღუდონ რუსეთს წვდომა სამხედრო ტექნოლოგიებზე.