„ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით მნიშვნელოვანია გაირკვეს თუ კონკრეტულად რას გულისხმობენ ხელისუფლების წარმომადგენლები 40 %-იანი მხარდაჭერის პრინციპის უკან.
„ამ შეთავაზების დეტალებია მნიშვნელოვანი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთვის მთავარი პრობლემა რამაც შექმნა, იყო ხელისუფლების უარი დიალოგზე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნა განაახლა, პოლიტიკური ლიდერები დაიჭირა და უარი თქვა პროპორციულ სისტემაზე მოლაპარაკებაზე.
რაც შეეხება კონკრეტულად მაგ წინადადებას, მანდ დეტალებია მნიშვნელოვანი, კონკრეტულად ეს პოზიცია რა ფორმებს შეიძენს და რას იზამენ პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კაპანაძემ „პუბლიკასთან”.
დღეს „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის მიიღოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც 40 %-ზე დაბალი მხარდაჭერის შემთხვევაში პარტიის მხრიდან მთავრობის დაკომპლექტებას გამორიცხავს.