გაბაშვილი ოცნების კომისიაზე - დამიბარეს, ცხადია ამ კლოუნებთან მისვლას არ ვაპირებ

პუბლიკა

პარლამენტის ყოფილი წევრი გოკა გაბაშვილი წერს, რომ “ქართული ოცნების” კომისიაში დაიბარეს.

„წულუკიანის ,,კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29 ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო. ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება, როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.

ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა”. – წერს გაბაშვილი.

დღეს ასევე ცნობილი გახდა, რომ „ოცნების” კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა.

სხდომაზე განსახილველი საკითხია 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის სხდომაც 26 მარტს, 10:00 საათზე დაიწყება.