გაბუნია განმარტავს, რატომ არ არის აცრილი ირაკლი ღარიბაშვილი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თავს კარგად გრძნობს და უტარდება საჭირო მკურნალობა.

შეკითხვაზე, რატომ არ არის პრემიერი ამ დრომდე აცრილი, გაბუნია განმარტავს, რომ ვაქცინაციის გეგმა განსაზღვრავს ასაკობრივი ჯგუფებისა და ჯანდაცვის სფეროს მუშაკების პრიორიტეტულობას, ირაკლი ღარიბაშვილი კი, ჯერჯერობით, არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნება.

„მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაცია ჩვენ მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ. იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია 100 ცნობილი სახის აცრამ და არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. ამდენად, სამწუხაროდ, ქვეყანა ჯერაც ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის, განსაკუთრებით, მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან, მაგრამ როგორც ვხედავთ, რისკი ყველგანაა და ინფექცია შეიძლება ყველას შეეხოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.