გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და დღეებით ადრე გეტყვით, როდის ჩამოხვიდეთ თბილისში - სააკაშვილი

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სოციალურ ქსელში მისი სახელით მორიგი მიმართვა ვრცელდება.

სააკაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ ერთი დღით ჩამოვიდნენ თბილისში და ამის შემდეგ გამარჯვებულები წავლენ.  თუ როდის იქნება ეს დღე, სააკაშვილი მიმართვაში წერს, რომ ამას რამდენიმე დღით ადრე იტყვის.

„დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩამოვიდა, იბრძვის რუსთაველზე და ჩემს ციხესთან. ვინც აქციებს აწყობს მთელ მსოფლიოში.

ახლა მინდა გთხოვოთ ყველას, ვინც აქამდე არ ჩამოსულა, მოემზადეთ, გადადეთ ფული, დაიბევეთ შვებულება და ერთი დღე აჩუქეთ თქვენ ქვეყანას. ეს ერთი დღე მალე დადგება, თუ როდის, ამას პროცესები აჩვენებს და რამდენიმე დღით ადრე გეტყვით, მაგრამ იმ ერთ დღეს თბილისში ჩამოსვლა აუცილებელი იქნება, თუ ჩამოხვალთ მე გპირდებით, რომ აქედან გამარჯვებულები წახვალთ“, – წერს სააკაშვილი.