გადადგეს ღარიბაშვილი, ხელისუფლებას ვაძლევთ ერთ კვირას - აქციის მოთხოვნები

პუბლიკა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის – „შინ ევროპისკენ!“ ორგანიზატორებმა აქციის მთავარი მოთხოვნები გააჟღერეს.

აქციის მთავარი მოთხოვნაა გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. „ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა“, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის თორმეტივე პუნქტს ზამთრამდე შეასრულებს. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას მოთხოვნების შესრულებისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს.

„მეორე პირობა, იმ შემთხვევაში თუ ხელსუფლება თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად, ყურად არ იღებს ხალხის ნებას, ჩვენ მოვლთ კიდევ უფრო მეტნი ვიდრე ვიყავით დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, როგორიც არ უნახავთ.

მანამდე, ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში , ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს სად არის საქართველოს ხსნა და ჩვენ ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე.

3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალქიდან, ყველა სოფლიდან, შევუერთდებით ერთმენეთს და ავზვირთდებით თბილისში, პარლამენტის წინ და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია“,- მიმართა აქციის  მონაწილეებს შოთა დიღმელაშვილმა.