საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია რეკომენდაციების შესრულება, მათ შორის, მთავარი რეკომენდაციაა, რომ დავრჩეთ სახლში.
„ზუსტად აქედან გამომდინარე, საჯარო სექტორში მიეცათ დავალება, რომ კიდევ უფრო შეიზღუდოს იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთა გამოცხადება სამსახურებრივად იქნება აუცილებელი, ანუ სამუშაო ადგილზე გამოცხადება იქნება აუცილებელი და გადავიდეთ მაქსიმალურად დისტანცირებულ მუშაობაზე და აბსოლუტურ მინიმუმადე იქნას დაყვანილი იმ თანამშრომელთა რაოდენობა, რომელთაც მოუწევთ გადაადგილება, იმისათვის, რომ მობრძანდნენ სამსახურში.
ანალოგიური რეკომენდაცია არის გაცემული კერძო სექტორისთვის, რომ მათ მაქსიმალურად შეზღუდონ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოსთხოვონ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე გამოცხადება“, – განაცახადა ჩიქოვანმა.