„ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე კვლავ იმუქრება და რუსული კანონის გაპროტესტების მიზნით ქუჩაში გამოსულ საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსა და ყოფილ სახალხო დამცველს.
„2 დღეა შმოპოზიციის ტრაკაცუნა ბიჭუნკელები, აგენტები დაპაუზებული არიან! ვითომ გაუხარდათ კანონის გაწვევა, ვითომ არ წაუკითხიავთ კანადაში მისაღები კანონი, ვითომ გაიმარჯვეს, ვითომ ჩვენ შეგვაშინეს, ვითომ არ გადაგივლით! ვითომ გაპატიებთ! ვითომ შეგრჩებათ. დაგჭმუჭნით კოლექტიურო მეგისებო, გამოთინეიჯერებულო ჯაფარებო, ფაშისტო ჯაშუშო ლომჯარია, ქვეყნის მტრებო და საქართველოს ომში ჩამთრეველებო. ხო ის წარაკუა გახარიაც გვახსოვს! ჯერ მაგიტომ ხართ განდონები, რომ ვინც თვალები დაგთხარათ, უკან სათითაოდ გაერჭვეთ! სამარცხვინოებო“, – წერს სამხარაძე.
10 მარტს პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა პარლამენტის 112-მა დეპუტატმა. რუსულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი არ დაუჭირა 35-მა დეპუტატმა, მომხრე იყო ერთი დეპუტატი – დიმიტრი სამხარაძე. როგორც ის ამბობდა, კანონპროქტისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.