გადაიდო კომიტეტის სხდომა, რომელზეც ნათელაშვილის, ჯაფარიძის და ხოშტარიას მანდატების გაუქმებაზე უნდა ემსჯელათ

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გადაიდო. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მიზეზი კოვიდპანდემიაა. დეპუტატების ინფიცირების გამო, სხდომის კვორუმი ვერ შედგა.

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს შალვა ნათელაშვილის, ბადრი ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხზე უნდა ემსჯელათ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩატარდება კომიტეტის სხდომა.