გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში, დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა - ელისაშვილი

პუბლიკა

„გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა“, – წერს პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„არ ვიცი ხვდებიან თუ არა ქართულ ოცნებაში რომ ამ მთელ ისტორიაში სადიტური მიდრეკილების გარდა სააკაშვილისადმი უმწეობას ავლენენ და მეტს არაფერს. ერთი კაცის იზოლირება რა პრობლემაა და მისი მხარდამჭერების მოგერიება?! წესით სახელმწიფო ვართ და რომ კითხო ჩვენ ძალოვნებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის მოგერიების გეგმებს ვადგენთ. გადაიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში და დაასრულეთ სადიზმი და უმწეობის ფრქვევა“,- წერს ელისაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვენ, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით კი, სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებაზე საუბარი კონსულტაციების შემდეგ დაიწყება. სერგეენკოს თქმით, დანიშნულია 5 კონსულტაცია, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთი ჩატარდა.