უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, ახლა გადამწყვეტი მომენტია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრება ევროკავშირში.
ამის შესახებ ზელენსკი ტვიტერზე წერს:
„ეს არის გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრება ევროკავშირში. ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განვიხილე შემდგომი ქმედითი დახმარება და უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის.“