მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა, რომ სხდომაზე განიხილეს მთავრობის ახალი ინიციატივა, საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით.
მინისტრის თქმით, გადასახადის გადამხდელს, რომელსაც აქვს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება, შესაძლებლობა ექნება, გადასახადის ძირითადი თანხის გადახდის პირობით, სრულად შეიმციროს დარიცხული ჯარიმა/საურავები.
ამისთვის, როგორც მინისტრმა განაცხადა, გადასახადის გადამხდელმა 1 აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.
„გადასახადის გადამხდელმა მიმდინარე წლის პირველ აგვისტომდე უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. ასევე, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეასრულოს აღნიშნული პირობები.
გადასახადის გადამხდელს, რომლის მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არსებითად შედგება მხოლოდ ჯარიმა/საურავებისგან, შესაძლებლობა ექნება, ანალოგიური პირობით განახორციელოს საგადასახადო დავალიანებაზე, შეთანხმებაზე გაფორმება. დავალიანების 30% გადახდის შემთხვევაშითან, აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის.
მნიშვნელოვანია, რომ ჯარიმა/საურავების პატიების შესახებ აღნიშნული გადაწყვეტილება არის ერთჯერადი ხასიათის, რომელიც უკავშირდება გადამხდელებისათვის პანდემიიდან გამოწვეული სირთულეების დაძლევას“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.