ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნა მოქალაქეებს 15 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. თუ ამომრჩეველი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საარჩევნო უბანზე მისვლას ვერ ახერხებს, მას შეუძლია მიმართოს შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას, ან დარეკოს ნომერზე – 2 51 00 51 და მოითხოვოს გადასატანი ყუთი.
გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 09:00 საათიდან და სრულდება 19:00 საათზე.
ცესკო აღნიშნავს, რომ წელს არჩევნებზე მარკირება იმ ამომრჩევლებსაც გაუკეთდებათ, რომლებიც გადასატანი ყუთით ისარგებლებენ.