გადასაყვანია, ამ წუთებში ყველაზე საყურადღებო თავის ტვინის კვლევაა, ტექნოლოგია კი ციხის კლინიკაში არაა - ყიფშიძე

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ სააკაშვილმა გლდანის მე-18 დაწესებულება დატოვა და მედიასთან განცხადება გააკეთა.

მისი ინფორმაციით, სააკაშვილი შეამოწმა ნევროლოგმა და გამოიკვეთა „არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა“. ექიმის ცნობით, კვლევისთვის აუცილებელია MRI-ის აპარატი (ტვინის მდგომარეობის შესასწავლად), რომელიც ციხის კლინიკის საავადმყოფოში არ არის და აუცილებელია მისი გადაყვანა შესაბამისი აღჭურვილობის კლინიკაში.

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, სააკაშვილის გასინჯვა გასტრო-ენტეროლოგს ჯერ არ დაუწყია, როგორც ეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ თქვა.

ექიმის განცხადებით, ამ წუთში ყველაზე საყურადღებო MRT-ს (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის) გადაღებაა. ყიფშიძე განმარტავს, რომ შესაბამისი აპარატურა თბილისში სულ რამდენიმე კლინიკაშია, მათ შორის, „ევექსში“, ღუდუშაურის კლინიკაში, „ნიუ ჰოსპიტალში“.

ექიმის თქმით, ციხის ექიმებმა სააკაშვილს კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება შესთავაზეს, რაზეც უარი თქვეს, რადგან ეს აპარატურა ვერ უზრუნველყოფს თავის ტვინის სათანადო კვლევას და იწვევს მხოლოდ ზედმეტ დასხივებას.

ნიკოლოზ ყიფშიძის შთაბეჭდილებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, რომეთაც ის შეხვდა, ფიქრობენ მაინც, რომ შესაძლოა, სააკაშვილი გადაყვანილი იქნას მრავალპროფილურ კლინიკაში, თუმცა თანხმობა და მზაობა არ გაუგონია.

რაც შეეხება გორის ჰოსპიტალში შესაძლო გადაყვანას, ექიმი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეს კლინიკა შეუსაბამოა, რადგან კლინიკაში არ არის სათანადო აღჭურვილობა და ის სპეციალისტები, ყიფშიძის ვარაუდით, 25 სხვადასვხა პროფილის სპეციალისტიმ რომელიც ექსპრეზიდენტს სჭირდება, თბილისში ცხოვრობენ.

ექიმის განცხადებით, გონების დაკარგვის ეპიზოდი შესაძლოა განმეორდეს ნებისმიერ წუთს.

მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლი ვაგადყვანას მოითხოვენ ასევე ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით კი, სააკაშვილის გადაყვანის საჭიროებაზე საუბარი კონსულტაციების შემდეგ დაიწყება. სერგეენკოს თქმით, დანიშნულია 5 კონსულტაცია, რომელთაგან ჯერ მხოლოდ ერთი ჩატარდა.