საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა.
ამ თანამდებობას იგი 2015 წლიდან იკავებდა.
„ავთანდილ თალაკვაძე არ გაუთავისუფლებიათ, მან თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა” – გვითხრეს ცენტრის პრესსამსახურში.
ავთანდილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმაა.