გადავდივართ პროტესტის უწყვეტ რეჟიმზე - ოპოზიცია

პუბლიკა

დღეიდან, ამ წუთიდან, ოპოზიცია მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვლმა განაცხადა.

ოპოზიციური პარტიების უმეტესობა ერთობლივი განცხადებით ამბობს, რომ გაიმართება არაერთ აქცია, როგორც თბილისში, ისევე რეგიონებში – “ჩვენ ვივლით რეგიოენბში, პრაქტიკულად ყველა ოჯახს შევხდებით.”

ზაალ უდუმაშვილის თქმით მთავარი აქცია 15 მაისს თბილისში გაიმართება.

„თუ ხელისუფლება არჩევნებს არ დანიშნავს თვითონ, მას ამის გაკეთება მოუწევს იძულებით, იქნება სრული პროტესტი, სრული დაუმორჩილებლობა” – ამბობს გიგი უგულავა.

მისი თქმით, ამას სჭირდება სტრატეგიული მოთმინებით აღჭურვა. ის ამბობს, რომ ვერანაირი დასავლეთი ვერ გვიშველის, თუ არ ვიმოძრავებთ. „მოძრაობა, მოძრაობა და მოძრაობა” – აცხადებს უგულავა

ოპოზიციონერების თქმით, ყველა ლიდერი გადანაწილდება რეგიონებში და მომდევნო ორი თვის განმავლობაში, 15 მაისამდე, იმუშავებენ როგორც წინასაარჩევნო რეჟიმში.