პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტია ქვეყანაში, სიმშვიდის საფუძველი მაინც არ არის.
„სიმშვიდის საფუძველი და საბაბი არ გვაქვს, არამედ პირიქით. დღეს მკაფიოდ შეგვიძლია, ვთქვათ, მიუხედავად ბოლო კვირაში მთავრობისა და საბჭოს ეფექტიანი მუშაობისა, ჩვენ დღეს ფაქტობრივად ვართ გავრცელების ეტაპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ გაგვეზრდება შემთხვევების რაოდენობა. ეს არის ობიექტური რეალობა და ამაზე უნდა ვისაუბროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.