გადავწყვიტე, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი – ბიძინა გეგიძე

პუბლიკა

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი ბიძინა გეგიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი აღარ არის, აცხადებს, რომ გადაწყვიტა, კვლავ გახდეს ვაკის მაჟორიტარი და აპირებს იყოს პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი.

„ჩემო თბილისელებო, ზაფხულის პერიოდში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი.

ვინაიდან, ვაპირებ ვიყო პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო კანონის თანახმად კანდიდატურის დარეგისტრირება ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ. ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში“, – წერს გეგიძე facebook-ის პირად გვერდზე.

ბიძინა გეგიძე 2016 წლიდან არის პარლამენტის წევრი. ის ვაკის მაჟორიტარი იყო. ბიძინა გეგიძე 2019 წლამდე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობას წარმოადგენდა.