გადავწყვიტეთ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია და უარი ვთქვათ მანდატებზე - ხაზარაძე

პუბლიკა

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დღეს პარტიის პოლიტსაბჭომ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, გამოიწვიონ თავიანთი საპარლამენტო სია და უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე.

„დღეს გაიმართა გაფართოებული პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილებოდა ერთი საკითხი, 30 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, კიდევ ერთხელ შეფასდა გაყალბებული არჩევნები და ჩვენმა პარტიამ ოფიციალურად დღეს მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელსაც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ვახმოვანებდით, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია, მივმართოთ ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად. ეს არის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

პარტია პარლამენტში 4 მანდატით იყო წარმოდგენილი.

სიების გამოწვევისა და მანდატებზე უარის თქმის გადაწყვეტილება მიიღეს „სტრატეგია აღმაშენებელშიც“.