„გადავწყვიტეთ, მაგალითი მივცეთ სხვა ქართულ ბიზნესს“ | „ნაირის“ ინიციატივა

პუბლიკა

კომპანია „ნაირი“, რომელიც თასმებს, წინდებსა და ჰუდებს აწარმოებს, ინიციატივით გამოდის. კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვების ფონზე, კომპანიამ გადაწყვიტა, ჰუდების გაყიდვიდან შესული ყოველი 5 ლარით გარემოვაჭრეებს დაეხმაროს. კომპანია სხვა ქართულ ბიზნესებსაც იმავე ქმედებისკენ მოუწოდებს.

„ნაირი“ წერს, რომ აარჩიეს ერთი ადამიანი და მათ მიერ შეგროვილი თანხა გადაერიცხება მაყვალა კანდელაკს, რომელიც, მათი ინფორმაციით, რიყის პარკში ყიდდა სათამაშოებს და ამით არჩენდა ოჯახს.