გადაწყვეტილება ძალაშია, უნივერსიტეტებში სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდება - გახარია

პუბლიკა

ჩვენ გვქონდა გეგმა, 19 ოქტომბრიდან უნივერსიტეტებში სწავლა 19 ოქტომბრიდან უნდა გაგარძელებულიყო აუდიტორიებში, ეს გადაწყვეტილება რჩება ძალაში, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, უნივერსიტეტებს ექნებათ რეკომენდაცია, რომ, სადაც შესაძლებელია, იქ იყოს დისტანციური სწავლება, მაგრამ იქ, სადაც ეს შესაძლებელი არ არის, ლაბორატორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაატარონ აუდიტორიებში.

„ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, როდესაც ვამბობთ ადაპტაციას და ვირუსის მართვას, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეების საბაზისო მოთხოვნილებები არ უნდა შეიზღუდოს, ისეთი, როგორიც არის სკოლა, საბავშვო ბაღი და უმაღლესი განათლება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მიმართულებები, განსაკუთრებით განათლების მიმართულება მაქსიმალურად იყოს დაცული. განათლების სამინისტროს აქვს შესაბამისი დავალებები მიღებული იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე იყოს დაცული უსაფრთხოების სტანდარტი  სკოლებშიც და უმაღლეს სასწავლებლებშიც”, – განაცხადა პრემიერმა.