გადაწყვეტილება სტატუსზე ალბათ 15 დეკემბერს იქნება და გვინდა, მოვაწყოთ სახალხო ზეიმი - ღარიბაშვილი

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსზე, სავარაუდოდ, 15 დეკემბერს იქნება და ამ დღესთან დაკავშირებით სახალხო ზეიმის მოწყობა იგეგმება.

„იცით რომ დეკემბერში უკვე 14-ში ან 15 დეკემბერს ველოდებით საბოლოოდ ევროპიული საბჭოს გადაწყვეტილებას სტატუსის მონიჭების შესახებ. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა, პარლამენტთანაც მქონდა საუბარი და გადავწყვიტეთ, რომ როცა იქნება გადაწვეტილება, ამ თარიღს დავაზუსტებთ, ალბათ 15-ში იქნება, გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო, ეროვნული ზეიმი, ასე დავარქვათ …  გამარჯვების ზეიმი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის, ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი, “- თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია გასცა.