გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველა პარტიამ საკუთარ ჭუჭრუტანებს რომ ვაჯობოთ, ტეხავს? - ელისაშვილი 16 ივნისზე

პუბლიკა

„17 ივნისს უნდა გამოაცხადოს ევროკავშირმა ჩვენთან დაკავშირებით გადაწყვეტილება და 16-ში რომ მივიდეთ რიყეზე, ევროპის მოედანზე 7 საათზე ლოგიკური არაა? 20 ივნისსაც მივიდეთ მარა გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე ყველამ ერთად, ყველა პარტიამ (პრორუსების და მამაძაღლების გარდა) საკუთარ ჭუჭრუტანებს რო ვაჯობოთ ტეხავს?“ – „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტის ინიციატივას ეხმაურება.

ელისაშვილი წერს, რომ საზოგადოება 16-შიც უნდა შეიკრიბოს და 20 ივნისსაც.

„დავაყენოთ საქართველო და ჩვენი წინაპრების ნაოცნებარი უფრო წინ და უფრო მაღლა! მივიდეთ 16-ში რიგითებად ყველანი რიყეზე! მერე მივიდეთ 20-შიც, მარა ჯერ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე! ჩავისუნთქუთ, ამოვისუნთქოთ – ჩვენ ჰორიზონტალურ “მე იქ იმასთან არ მივალ”- ემოციებს ვაჯობოთ და ცივილიზებულ სამყაროს – ევროპას და ბარბაროს რუსებს დავენახოთ რომ ბევრი ვართ, ბევრი და უდრეკები ვართ! განა პრეზიდენტის, განა პარტიების – საქართველოს დაძახილზე გავიდეთ 16 ში – ევროპასაც და ჩვენ მტრებსაც დავენახოთ რომ ბევრნი ვართ! მოვუწოდებ “სირცხვილიას” ჯგუფს რომ ასევე ომახიანად და გულიანად შეუერთდენ 16-ის აქციას და ერთად მოვითხოვოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა! 20-შიც ერთად ვიყოთ, მაგრამ ჯერ 16-ში, გადაწყვეტილების წინ შეკრება იქნება ყველაზე სწორი და სახელმწიფოებრივი რამ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, – წერს ის.

პრეზიდენტის ინიციატივა უარყოფითად შეაფასა „გირჩი – მეტი თავისუფლებამ“. 16 ივნისს აქციას შეუერთდება „ლელო“ და „სირცხვილია“. „სირცხვილიამ“ პრეზიდენტი 20 ივნისის აქციაზე მიიწვია. „ოცნების“ თავმჯდომარის თქმით კი გადაწყვეტილებას სათანადოდ გაიაზრებენ.