გაეროს ოფისთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

პუბლიკა

გაეროს ოფისთან ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი ირინა გაფრინდაშვილი მოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს, გაააქტიურონ მუშაობა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში უკანონოდ დაკავებული ექიმის გასათავისუფლებლად.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით ასათიანმა ჟურნალისტებს უთხრა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი შესაძლოა პარასკევს, 13 დეკემბერს გაიმართოს.

ასათიანის თქმით, მთელი პროცესი სამართლებრივი სივრციდანაა ამოვარდნილი, თუმცა იგი მუდმივ კომუნიკაციაშია ექიმის ადვოკატთან და ყველაფერს აკეთებენ, რათა გაფრინდაშვილი, რაც შეიძლება, მალე გათავისუფლდეს.


საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. პირველად ინფორმაცია  ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ 13 ნოემბერს გავრცელდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ის 9 ნოემბერს დააკავეს.