გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას გრინფილდმა 5 აპრილს გაეროს უშიშროების საბჭოზე განაცხადა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოდან რუსეთი უნდა გაირიცხოს.
„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს პოზიცია ორგანოში, რომლის მიზანია, ადამიანის უფლებების პატივისცემას ხელი შეუწყოს”, – განაცხადა მან.
მისი თქმით, რუსეთის მონაწილეობა ადამიანის უფლებათა საბჭოს სანდოობას ზიანს აყენებს.