გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვართან სროლას 1 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 3

პუბლიკა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრის რაიონში, რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია სამი, – ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია TASS გაგრის რაიონის პროკურორზე დაყრდნობით წერს.

„წინასწარი ინფორმაციით, დაუდგენელმა პირებმა მანქანას ცეცხლი გაუხსნეს და მიიმალნენ. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, ყველა მათგანი ადგილობრივია. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ვიღებთ ზომებს მსროლელთა იდენტიფიცირებისა და დაკავებისთვის”, – განაცხადა მან.