გაიაშვილი: ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია

პუბლიკა

Georgian Airways-ის ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა რუსულ ტელეკომპანია МИР24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ფრენის აღდგენას.

„საქართველოს მოსახლეობა – 90%-ზე მეტი, დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ვლადიმერ პუტინის განკარგულებით ყველა გახარებულია“ – თქვა გაიაშვილმა.

დღეს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის თვითმფრინავმა თბილისი-მოსკოვი პირდაპირი რეისი შეასრულა. კომპანიამ ავიარეისების შესრულების ნებართვა 16 მაისს მიიღო.