„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში გაიმართება უმრავლესობის ფორმატში კონსულტაციები.
„რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, ეს არის პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტი, უახლოეს დღეებში გაიმართება უმარავლეოსბის ფორმატში კონსულტაციები, დასახელდებიან კანდიდატები.
მომავალ კვირაში ან იმის მომდევნო კვირაში შეიძლება დასრულდეს სამთავრობო პროცედურა და უახლოეს დღეებში იქნება დამტკიცებული მთავრობის შემადგენლობა“,- უთხრა ჟურნალისტებს კობახიძემ.