გახარია: ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან, პარტნიორებს თავს ესხმიან

პუბლიკა

ყოფილი პრემიერი, პარტია ,,საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც ის twitter-ზე წერს, თავდასხმები აშშ-ის ელჩზე, ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ.

ის ტვიტში ასევე ახსენებს ,,ფორმალურ და არაფორნალურ მმართველებს”

„მიმდინარე, განმეორებითი თავდასხმები აშშ-ს ელჩზე, ღია შეტევაა საქართველოს დასავლური კურსის წინააღმდეგ. ქვეყნის ფორმალური და არაფორმალური მმართველები ოკუპანტს ტკბილად ესაუბრებიან და სტრატეგიულ პარტნიორებს პირადი ინტერესის გამო თავს ესხმიან”, – წერს გახარია twitter-ზე.