გახარია ივანიშვილს: რას ნიშნავს ქართველის მიერ ქართველისთვის ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ!

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის შეფასებისას ყურადღება გაამახვილა ადამიანთა ჯგუფებზე, რომლებიც ავტოკოლონებს გზებზე ცოცხებით ხვდებოდნენ.

„იცით, რა იყო გუშინდელ დღეში ყველაზე ცუდი? არც ხალხის რაოდენობა და არც ტაშის რაოდენობა. ყველაზე მძიმე საყურებელი გუშინ იქ რაც მოხდა იყო ორი რამ; პირველი – როდესაც 9 წლის შემდეგ, ხალხნო, 9 წლის შემდეგ! ისევ ცოცხი გახდა ქართული პოლიტიკის ინსტუმენტი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან „ქართული ოცნების“ წევრებს ბიძინა ივანიშვილის სიტყვები შეახსენა.

„მინდა „ოცნების“ დღევანდელ ბოსებს გავახსენო პარტიის დამფუძნებლის ფრაზა, რომელიც ძალაინ კარგად მახსოვს, რადგან მას ჩემზე ჰქონდა სერიოზული ემოციური ზეგავლენა, როდესაც თქვა, რომ ჩვენ ჩვენს ოპონენტებს ისე კი არ მოვეპყრობით, როგორც იმსახურებენო, არამედ როგორც ქართული კულტურა და ქართველი ხალხი იმსახურებსო. მე ახლა კითხვა მინდა დავსვა – რაც გორსა და რუსთავში ხდებოდა, ეს არის ის, რასაც ქართველი ხალხი იმსახურებს? სად არის ქართული სახელმწიფო და საქართველოს მოქალაქეზე ზრუნვა?“, – თქვა გიორგი გახარიამ.

„საართველოსთვის“ ლიდერმა პირდაპირ ეთერში ბიძინ ივანიშვილს მიმართა და სთხოვა, რომ საზოგადოებას აუხსნას, მოსწონს თუ არა არსებული ვითარება.

„მინდა ვთხოვო ბიძინა ივანიშვილს, აგვიხსნას მოსწონს ეს რეალობა, თუ არ მოსწონს ეს რეალობა და რას ნიშნავს საქართველოში ქართველის მიერ ქართველისთვის ცოცხის გაცოცხლება 9 წლის შემდეგ! ძალიან მაინტერესებს. დარწმუნებული ვარ საქართველოს თითეულ მოქალაქეს ეს აინტერესებს ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი“, – თქვა გახარიამ.

ჟურნალისტის რეპლიკას, რომ ცოცხები პოლიტიკურ ორთაბრძოლაში ყოველთვის ფიგურირებდა გახარიამ უპასუხა:

„კი, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირების შეგრძნება პირველად ბოლო წლების განმავლობაში არ გაგიჩნდათ? მაშინ, როცა დასავლეთიდან წამოსულ კოლონას ცოცხებს უშენდნენ და იგივე ხდებოდა რუსთავში. ღირსებაა ეს? ეს არის ქართული კულტურა და ქართველი ხალხი რასაც იმსახურებს, ისეთი ოპოზიციისადმი დამოკიდებულება“, – აღნიშნა გახარია.