ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა.
„ვაფასებთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობასმ თუმცა პია კაუმას თბილისში ვიზიტის დრო ძალიან შემაშფოთებელია.
საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ივანიშვილის რეჟიმთან ნებისმიერი ჩართულობა მისი რეპრესიული მმართველობის ლეგიტიმაციის რისკს აჩენს. დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება სასტიკად ნაცემი პოლიტიკური პატიმრებისა არის რეჟიმთან ნებისმიერი ჩართულობის უპირობო წინაპირობა.
მეტიც, ერთადერთი მისაღები ფოკუსი ნებისმიერი დიალოგისა უნდა იყოს დაუყოვნებლივი ორგანიზება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა“, – წერს გახარია.
მოგვიანებით გახარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს გაუგზავნა.
წერილში გახარია იმეორებს შეშფოთებას კაუმას ვიზიტის დროსთან დაკავშირებით და მოუწოდებს მას, გადახედოს დროსა და მიზანს.
OSCE PA President’s visit to Tbilisi risks unintended consequences for the Georgian people’s fight for democracy and European future. Read our open letter urging reconsideration.#GeorgiaProtest #terrorinGeorgia@PiaKauma @RepJoeWilson @HelsinkiComm@markomihkelson… pic.twitter.com/jRCSJFxYLF
— Giorgi Gakharia (@GakhariaGiorgi) January 5, 2025
პია კაუმას დაგეგმილ ვიზიტზე მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ევროპარლამენტარებმა და დასავლელმა პოლიტიკოსებმა მისი გეგმა გააკრიტიკეს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას საერთო განცხადებით მიმართა საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა სამმა კოალიციამ – მათ კაუმას ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდეს.