პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ „საქართველო დამარცხდა”.
„ბოიკოტმა გაიმარჯვა — საქართველო დამარცხდა. ეს გვერდი ვერ გადაიფურცლება, ვიდრე შეცდომას შეცდომა და დანაშაულს დანაშაული არ დაერქმევა”. – განაცხადა პარტიამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებდა და არ მონაწილეობდა 10 ოპოზიციური პარტია. ოპოზიციური პარტიებიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს პარტიებმა „ლელო-ძლიერი საქართველო” და „გახარია საქართველოსთვის”.
გახარიას პარტიამ თბილისში 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ბარიერი გადალახა 4-მა პარტიამ. მათი პროპორციული მანდატები თბილისის საკრებულოში ასე ნაწილდება:
- „ქართული ოცნება“ — 20
- „ძლიერი საქართველო“ — 2
- „გირჩი“ — 2
- „კონსერვატორები საქართველოსთვის“ — 1
წინასწარი შედეგებით, 64-ვე მუნიციპალიტეტში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.