გახარია - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ  საქართველოს ნაკრებმა „8 ერში“, მონაწილეობა მიიღოს

პუბლიკა

დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ისტორიულ შანსზე, მონაწილეობა მიიღოს რაგბის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირში, ე.წ. შემოდგომის თასზე რაგბიში – „8 ერი“ და შეეჯიბროს ევროპული რაგბის 6 საუკეთესო გუნდს და ფიჯის ეროვნულ ნაკრებს.

„მთავრობა ყველაფერს აკეთებს ამ ისტორიული შესაძლებლობის გამოყენებისთვის და 6 ერის ხელმძღვანელობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს“, – თქვა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.